"ბოსტონ სელტიკსმა" "ფილადელფია" დიდი ანგარიშით დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის ნახევარფინალის მე-2 მატჩში "ბოსტონ სელტიკსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და 121:87 დაამარცხა.

"კელტების" რიგებიდან საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ. მსროლელმა 25 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"ფილადელფიადან" ტობაიას ჰარისმა გუნდს 16 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.

ჯოელ ემბიდი ტრავმის შემდეგ 15 ქულითა და 3 მოხსნით დაბრუნდა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში (1:1) გათანაბრდა. გუნდებს შორის მორიგი დაპირისპირება 6 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული