NBA-ის პლეი-ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა, 121:106 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა 2:3 გახადა.
ტრადიციულად საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ენდრიუ უიგინსმა გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
დრეიმონდ გრინმა 20 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
"ლეიკერსის" შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ენტონი დევისმა - 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.
ოსტინ რივსისა და დიანჯელო რასელის ანგარიშზე კი 15-15 ქულა გახლდათ.
ამრიგად, "ლეიკერსი" სერიაში მე-6 მატჩს 13 მაისს, თბილისის დროით 06:00 საათზე უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი კონფერენციის ფინალში გავა.