ისტორიაში პირველად - "დენვერ ნაგეთსი" NBA-ს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში "დენვერ ნაგეთსმა" "მაიამი ჰიტი" 94:89, სერიაში კი 4:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, NBA-ს ჩემპიონობა მოიპოვა.

"ნაგეთსის" ცენტრი ნიკოლა იოკიჩი სუპერფინალური სერიის MVP გახდა. სერბი პლეი-ოფში საშუალოდ 30.2 ქულას, 13.4 მოხსნასა და 9.5 პასს აგროვებდა.

დღეს, გამთენიისას, ნიკოლამ 28 ქულა, 16 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.

"დენვერის" მეორე ლიდერმა ჯამალ მარიმ კი თავი 14 ქულით, 8 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"მაიამი ჰიტიდან" ჯიმი ბატლერმა 21 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარია ვულოცავ იოკიჩს ნოვიცკი გაიმეორა აჯობებს კიდეც კიდევ მოიგებს ნბა-ში საუკეთესო ლეგიონერია ყველა დროის.ცენტრებიდან ტიმი დანკანი მომწონდა მაგრამ ვაღიარებ ბევარად მაგარია დაგლიჯა გადაურბინა მთელ ნბას
კახა
13 ივნისი 2023 22:04
1
ნამდვლად დაიმსახურეს
ვასილი ალიბაბაევიჩი
13 ივნისი 2023 12:46
0

სიახლეები პოპულარული