ჰარდენის 21 ქულა ბოლო მეოთხედში - "კლიპერსის" ვარსკვლავები ბრწყინავენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 151:127 დაამარცხა.

კალიფორნიელთა შემადგენლობიდან ვარსკვლავებმა მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარეს.

ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 35 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. ჰარდენმა ბოლო მეოთხედში მოედანზე 6 წუთი დაჰყო, რა დროშიც 21 ქულა (6/7 სამქულიანი) ჩააგდო.

კავაი ლეონარდმა 28 ქულა დააგროვა, პოლ ჯორჯმა კი - 27.

ორმაგი დუბლი შეასრულა ივიცა ზუბაცმა, ხორვატმა აქტივში 18 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან ნორმან პაუელი და რასელ უესტბრუქი ისევ
შედეგიანად ჩაერთნენ, ორივე კალათბურთელმა ჯამში 29 ქულა ჩააგდო (19 - პაუელმა, რასელმა - 10).

"პეისერსის" მხრიდან ბენედიქტ მატურინმა 34 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ტაირის ჰალიბარტონს, მიუხედავად 8 ქულისა და 11 ასისტისა, კარგი მატჩი არ გამოუვიდა.

ამრიგად, "კლიპერსი" წარმატებულ სვლას განაგრძობს, დალასში ზედიზედ 8 მოგებიანი სერიით ჩავა და ადგილობრივ გუნდს, ლუკა დონჩიჩის ლიდერობით, 21 დეკემბერს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 16 მოგება და 10 მარცხი აქვს, რითაც მე-5 და მე-6 ადგილს ინაწილებენ.

რაც შეეხება "პეისერსს", მიჯრით 4 მარცხის შემდეგ 13 გამარჯვებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთში მე-8 პოზიცამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 21 დეკემბერს "შარლოტ ჰორნეტსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰარდენმა ინდიანას ბავშვებს იცი რა უთხრა? მოვიდა გუდიანიოოოო, თან ახალი წელი ახლოვდებაო და ამერიკაში გრინჩი ძალიან პოპულარულია.

სასწაულად ათამაშდნენ და იმედია დადებენ ბეჭედსაც
ზაზა
13:47 19-12-2023
1

სიახლეები პოპულარული