მსგავსს იშვიათად ნახავთ - ნიკოლა იოკიჩის დაუჯერებელი ტყორცნა და დამწუხრებული სტეფ კარი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "დენვერ ნაგეთსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 127:130 დამარცხდა.

"ოქროს შტატელები" მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 18 ქულიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა ნიკოლა იოკიჩისა და აარონ გორდონის კარგი თამაშის წყალობით, "ნაგეთსმა" ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლო წამებზე სერბის სასწაული ტყორცნით მატჩის მოგებაც შეძლეს.

აღნიშნულ შეხვედრაში ნიკოლა იოკიჩმა 34 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.

აარონ გორდონმა თავი 30 ქულით, 9 მოხსნითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

"გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სეფ კარიმ საკუთარ
გუნდს 30 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "დენვერი" 25 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. "ნაგეთსი" მომდევნო მატჩს 6 იანვარს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს.

"გოლდენ სტეიტი" 16 მოგებითა და 18 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი 6 იანვარს, "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

alt"კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში მთავარი არ არის" - ნიკოლა იოკიჩი

altდიდებული ნიკოლა იოკიჩი - ბავშვობაში სიმსუქნის გამო ეხუმრებოდნენ, დრაფტის დროს ეძინა... დღეს საუკეთესო კალათბურთელია

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა უნდა თქვა ასეთ ტყორცნაზე? მარტო ქართველ კომენტატორებს სჯერათ რომ არსებობს გამართლება და მათი საყვარელი "არ წაუვიდა ტყორცნა"....ამ ტყორცნის უკან უამრავი შრომა და ვარჯიში დგას.
Walter White
05 იანვარი 2024 15:33
0
მხეცი.
გია პაპა
05 იანვარი 2024 14:26
0
ნიკოლა - ოხ შე ძალიან მაგარო !!!
აჩი
05 იანვარი 2024 20:08
1
რამდენადაც მაგარი მოთამაშეა, იმდენად ბანძი ადმიანი. ნაკრებში რომ კაცი არ წავა ( თანაც სერბეთში)!! მით უფრო დასაფასებელია, რომ ასეთი ღირსეული კაპიტნები გვყავდა და გვყავს: ფაჩულია, შენგელია!
რეზო
05 იანვარი 2024 19:41
4
სტეფის გულშემატკივარი ვარ და უამრავჯერ მინახავს ასეთ სიტუაციაში სტეფისგან დამწუხრებული მოწინააღმდეგე, მაგრამ სტეფსაც მოუწია ასეთ დროს იმის გაგება, თუ რას გრნობენ მისი ოპონენტები. ძალიან მაგარი ბაზერი იყო, საღოლ იოკიჩს :)
დათო
05 იანვარი 2024 16:41
0
ამ ტყორცნის გამო მაკე თხა აჩუქესო და ტრენერს ძროხა.
ხედავთ ხო რამხელა დაფასება აქვთ სხვაგან? ჩვენთან მშიერ ქათამსაც არავინ მისცემს, თითონ ჭამენ ფედერაციაში.
კ ო მ ბ ლ ე
05 იანვარი 2024 17:00
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული