მასპინძლებმა მეორე მეოთხედში წინ 15 ქულიანი სხვაობით იყვნენ, თუმცა ტეხასელთა ორი ლიდერის, ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, "დალასმა" ბოლო წამებზე გამარჯვების მოპოვება შეძლო. სლოვენიელმა ვარსკვლავმა ლიგის 4-გზის საუკეთესო დამცველის რუდი გობერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ურთულესი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
დონჩიჩმა 32 ქულა, 10 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი მიითვალა.
კაირი ირვინგმა 20 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
"მინესოტადან" ნაზ რიდმა 23 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, აღსანიშნავია, რომ "ტიმბერვულზის" ცენტრმა 9-ცდიდან 7 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.
"ტიმბერვულზის" ლიდერმა ენტონი ედვარდსმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, "დალასმა" მეტოქეს მეორე საგარეო მატჩიც მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა, გუნდებს შორის მორიგი მატჩი ტეხასში 27 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.