ოფიციალურად: ლუკა დონჩიჩი "ლეიკერსის", ენტონი დეივის კი "დალას მავერიქსის" კალათბურთელია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" და "დალას მავერიქსმა" გუნდის ლიდერები გაცვალეს, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "დალასმა" მიიღო: ენტონი დეივისი, მაქს კრისტი, 2029 წლის პირველი რაუნდის პიკი "ლეიკერსიდან".

"ლეიკერსმა" მიიღო: ლუკა დონჩიჩი, მაქსი კლებერი, მარკიფ მორისი.

"იუტამ" მიიღო: ჯეილენ ჰუდ-შიფინო, 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "ლეიკერსიდან", 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "დალას მავერიქსიდან".

აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ლებრონ ჯეიმსისთვის, რომელმაც დეივისის გაცვლის შესახებ "ნიქსთან" დაპირისპირებისას გაიგო.

დეივისი "ლეიკერსის" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა და 2020 წელს ჩემპიონობაც მოიპოვა. დონჩიჩი "ტეხასელთა" რიგებში
2018 წლიდან ირიცხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლუკაა❤️
ნინი
14:14 02-02-2025
0
ძალიან ვგულშემატკივრობ დონჩიჩს!
ანი
13:25 02-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული