"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "დალას მავერიქსის" ყოფილი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი წარადგინა. სლოვენიელმა აღნიშნა, რომ "დალასის" დატოვება მისთვის დაუჯერებელი ამბავი იყო, მაგრამ "ანგელოზების" რიგებში თამაშით ბედნიერია.

"როდესაც გავიგე, რომ "დალასმა" გაცვლა განახორციელა, შევამოწმე პირველი აპრილი ხომ არ იყო. მთელი კარიერის "დალასში" გატარება მსურდა, მაგრამ ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკალათბურთო კლუბს შევუერთდი, რომლის მიზანიც მხოლოდ ჩემპიონობის მოპოვებაა.

ვისურვებდი, რომ კობი და ჯიჯიც აქ ყოფილიყვნენ და მათ ეს მომენტი ენახათ", - განაცხდა დონჩიჩმა.

შეგახსენებთ, "ლეიკერსმა", "დალასმა" და "იუტამ" რამდენიმე დღის წინ გაცვლა განახორციელეს.

დალასმა" მიიღო: ენტონი დეივისი, მაქს კრისტი, 2029 წლის პირველი რაუნდის პიკი "ლეიკერსიდან".

"ლეიკერსმა" მიიღო: ლუკა დონჩიჩი, მაქსი კლებერი, მარკიფ მორისი.

"იუტამ" მიიღო: ჯეილენ ჰუდ-შიფინო, 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "ლეიკერსიდან", 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "დალას მავერიქსიდან.

დიდი ალბათობით, "ანგელოზების" რიგებში ლუკას დებიუტი 9 თებერვალს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ შედგება.

altოფიციალურად: ლუკა დონჩიჩი "ლეიკერსის", ენტონი დეივის კი "დალას მავერიქსის" კალათბურთელია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიჯი ერქვა კობი ბრაიანტის ქალიშვილის
დათოს
11:21 05-02-2025
0
ჯიჯი?
დათო
10:54 05-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული