40 წლის ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური მატჩი - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდა და 120:112 დაამარცხა.

"ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა, 40 წლის ვეტერანმა 38 წუთში 42 ქულა, 17 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

"გოლდენ სტეიტიდან" სტეფ კარიმ 37:05 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 20 ქულით მოიგეს, შეხვედრის მეორე ნახევარში "გოლდენ სტეიტმა" ანგარიშის შემცირება 4 ქულამდე მოახერხა, თუმცა ლებრონმა გადამწყვეტ მომენტში ჩაგდებული სამქულიანით მეტოქეს
შანსი არ დაუტოვა.

გუნდების ახლად დამატებულ ვარსკვლავებს ლუკა დონჩიჩსა და ჯიმი ბატლერს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"ლეიკერსი" 30 მოგებითა და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ჯეი-ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 9 თებერვალს "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"გოლდენ სტეიტი" 25 გამარჯვებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, "ოქროს შტატელები" 9 თებერვალს "ჩიკაგო ბულზს" დაუპირისპირდებიან.

altსუპერმატჩი და შეუჩერებელი ლებრონ ჯეიმსი - 39 წლის კალათბურთელმა Dream Team-ს გერმანიასთანაც მოაგებინა [VIDEO]

altლებრონ ჯეიმსის შვილს ვარჯიშისას გულის შეტევა დაემართა

მკითხველის კომენტარები / 1 /
სასწაული კაცია!
მანფრედ კალცი
13:12 07-02-2025
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული