10:14 07-02-2025
40 წლის ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური მატჩი - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
"ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა, 40 წლის ვეტერანმა 38 წუთში 42 ქულა, 17 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
"გოლდენ სტეიტიდან" სტეფ კარიმ 37:05 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 20 ქულით მოიგეს, შეხვედრის მეორე ნახევარში "გოლდენ სტეიტმა" ანგარიშის შემცირება 4 ქულამდე მოახერხა, თუმცა ლებრონმა გადამწყვეტ მომენტში ჩაგდებული სამქულიანით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
გუნდების ახლად დამატებულ ვარსკვლავებს ლუკა დონჩიჩსა და ჯიმი ბატლერს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
"ლეიკერსი" 30 მოგებითა და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ჯეი-ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 9 თებერვალს "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 25 გამარჯვებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, "ოქროს შტატელები" 9 თებერვალს "ჩიკაგო ბულზს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სასწაული კაცია!
1
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/rss/palitratv_sp.png)
![](/images/new_photo/allnews_new_rss.png)