მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ანგელოზების" სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი გახდა, უკანახაზელმა 35 წუთში 31 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.
ლებრონ ჯეიმსმა 37 წუთში 28 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
"კლიპერსიდან" 38 წუთში ივიცა ზუბაცმა საკუთარ გუნდს 27 ქულა და 16 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 37 მოგებითა და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 3 მარტს კვლავ "კლიპერსის" წინააღდეგ გამართავს.
"კლიპერსი" 32 გამარჯვებითა და 27 მარცხით მე-6 ადგილზეა.
დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა - სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
დონჩიჩის სუპერმატჩი და იოკიჩის ანტირეკორდი - "ლეიკერსმა" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]
"ლეიკერსში" დონჩიჩის დებიუტი შედგა - "ანგელოზებმა" "იუტა" დამაჯერებლად დაამარცხეს [VIDEO]