"ლეიკერსში" დონჩიჩის დებიუტი შედგა - "ანგელოზებმა" "იუტა" დამაჯერებლად დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლეიკერსმა" "იუტა ჯაზი" 132:113 დაამარცხეს და ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვეს. 

აღნიშნულ შეხვედრაში "ანგელოზების" რიგებში ლუკა დონჩიჩის დებიუტი შედგა, სლოვენიელი მოედანს თითქმის ერთ თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, ლუკამ პარკეტზე 23:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, "ლეიკერსის" ლიდერმა 29:00 წუთში 24 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა. 

"იუტადან" ჯონ კოლინსმა 35:41 წუთში საკუთარ გუნდს 17 ქულა და 11 მოხსნა
შესძინა.

"ლეიკერსი" 32 გამარჯვებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, "ანგელოზები" 13 თებერვალს, "იუტა ჯაზს" გასვლაზე დაუპირისპირდებიან.

"იუტა" 12 მოგებითა და 40 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაღაც დავიბენი. მგონია მეტნაკლებად ყველა სპორტში ვერკვევი. ერთს ვერ ვიხსენებ. ეს ნომერი 77 ადრე რომელიმე ცნობილ სპორტსმენს ქონდა? ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, თუნდაც ჰოკეიში. თუ ხვიჩას მერე დაიწყეს ამ ნომრის გამოყენება? ღიმილს მგვრის დონჩიჩმა კვარას ნომერი აირჩიაო! ამიტომ, ვინმემ დამიწერეთ: რომელ ცნობილს ქონდა ეს ნომერი? თვითონ კვარაცხელიამ საყვარელი "7"-იანი ორჯერ დაწერე.
alexandre
11:31 12-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული