საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი პირადად გადასცა.
პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ცერემონიას ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და Golden State Warriors-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით