მონტენეგროში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სუპერლიგის კლუბ "ოლიმპის" მწვრთნელი დავით როგავა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელი დიმიტრი ჟაკობოვი გაემგზავრნენ.
FECC სამწლიანი პროგრამაა, რომელიც პერიოდულად ზაფხულობით, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების პარალელურად მიმდინარეობს. მონტენეგროში წლეულს პროგრამის პირველი ნაწილი ტარდება, მომავალ წელს ამ პროგრამის მონაწილენი
FECC-ის პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. მონაწილეეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, თეორიული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ. საღამოს კი 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღის ცენტრალურ მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტს განიხილავენ.
პროგრამაში წამყვანი ევროპელი მწვრთნელები მონაწილეობენ, რომელთაგან გამოსარჩევია სერბი სვეტისლავ პეშიჩი. დავით როგავა და დიმიტრი ჟაკობოვი მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩებიან, რის შემდეგაც პროგრამის პირველ ნაწილს დახურავენ, სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საქართველოს შიდა ჩემპიონატებში გამოიყენებენ და დახვეწენ. მომავალ წელს FECC-ის პროგრამის ფარგლებში მათ ახალი გამოწვევა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ელით.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არსებული რესურსით FECC-ისა და სხვა პროფილის სამწვრთნელო პროგრამებში აქტიურ ჩართულობას გეგმავს, რაც მომავალში ახალგაზრდა მწვრთნელების მოზიდვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საიმედო გარანტი იქნება.
წყარო: superleague.ge