მოზარდი კალათბურთელები ესპანეთში "სასკი ბასკონიას" საწვრთნელ კემპს გადიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში "სასკი ბასკონიას" კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანური კლუბის საკალათბურთო კემპი თბილისში 18-21 ივლისს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პერსპექტიულმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა.

აღნიშნული პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს და ცნობილი ესპანური კლუბის სამწვრთნელო კემპიც თბილისში მესამედ ჩატარდა, სადაც ესპანელი სპეციალისტების მიერ 16 საუკეთესო კალათბურთელი შეირჩა: გიორგი ბიჭიაშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, დაჩი ქავთარაძე, გიგი ტაბაღუა, მათე კაპანაძე, დათა გოგაძე, რომა ჭინჭარაული, ირაკლი კილაძე, ლუკა ხუციშვილი, გიორგი მოსიაშვილი, საბა
მურღულია, ნუგზარ ბოჭორიშვილი, ლუკა დოლიძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე და სანდრო კასაბური. მოზარდებთან ერთად "სასკი ბასკონიას" მოსამზადებელ კემპს გადის 16-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების ასისტენტ-მწვრთნელი თემურ კანკია.

"ბასკონიას" წინასასეზონო კემპი ვიტორიაში 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული