საზეიმო ცერემონია 20 სექტემბერს, საჩვენებელი მატჩის დროს გაიმართება. ამ შეხვედრაში "დუშან ივკოვიჩის ვარსკვლავები" და "ოლიმპიაკოსი" ითამაშებენ.
73 წლის სპეციალისტი პირველი მწვრთნელი გახდება, რომელიც ამ ტიტულს მიიღებს. 2016 წელს სერბმა 48-წლიანი სამწვრთნელო მოღვაწეობის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
მწვრთნელის რანგში ივკოვიჩს ორჯერ აქვს მოგებული ევროლიგა, სამჯერ - ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ - ოლიმპიური თამაშების ვერცხლი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"