14 წლის შემდეგ: დიაო ევროპაში დაბრუნდა

AutoSharing Option
ვეტერანი ფრანგი კალათბურთელი ბორის დიაო ევროპაში გააგრძელებს კარიერას.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 14 წელი თამაშის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა "პარი-ლევალუასთან" გააფორმა კონტრაქტი. დიაომ ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და NBA-ის ვერც ერთ კლუბთან ვერ შეძლო კონტრაქტის გაფორმება.

"პარი-ლევალუა" ამბიციური გუნდია, რომელიც აქცენტს ფრანგ კალათბურთელებზე აკეთებს. ჩემთვის დიდი გამოწვევაა სამშობლოში დაბრუნება. ფული არ იყო მთავარი. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია როლი ახალ გუნდში. ვგრძნობ, რომ შემიძლია სარგებლობა მოვუტანო "პარი-ლევალუას".

შემიძლია გავხდე დამრიგებელი ახალგაზრდა ფრანგი კალათბურთელებისთვის, რომლებსაც გამოადგებათ ჩემი რჩევები. ამასთან, ჩემთვის ფიზიკურად
მძიმე იქნებოდა კიდევ ერთი სეზონი NBA-ში. ევროპაში ნაკლები დატვირთვა მექნება", - ასე ახსნა თავისი არჩევანი 35 წლის კალათბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული