თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესპანურ "ხუვენტუტთან" თბილისში გამართა და ანგარიშით 60:72 დამარცხდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 17:17 დასრულდა, ტაიმი კი სტუმრებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს - 30:29. ესპანელებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს მესამე მეოთხედიც - 17:16, ბოლო ათწუთეულში კი მათი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა - 25:15.

ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო ვეტერანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახლდათ, რომელიც თავის გუნდს 23 ქულით შეეწია და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - ასეთი საკადრო პრობლემების
მქონე საქართველოს ნაკრებმა როგორ შეიძლება ესოდენ მაღალი კლასის კალათბურთელი არ გამოიყენოს?

საპასუხო შეხვედრას ირაკლი ხოშტარიას გუნდი სტუმრად ესპანეთში 21 სექტემბერს ჩაატარებს.

ნამატჩევს თბილისის "დინამომ" განცხადება გაავრცელა:

"ჩვენო ერთგულო ქომაგებო, უპირველეს ყოვლისა, გვსურს თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის. დღევანდელ თამაშზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ენერგია, რაც თქვენგან მოდიოდა. მართალია დავმარცხდით ანგარიშით 60:72, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს.

არ ვაპირებთ დამარცხებასთან შეგუებას და 21 სექტემბერს ბადალონაში "ხუვენტუტთან" საპასუხო თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ვითარება ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ".

იხილეთ სრული მატჩის ვიდეო

მკითხველის კომენტარები / 21 /
მწვრთნელი რაოდემს იგინებოდა რა იყო. ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, პროტესტი ცივილურადაც შეგიძლია გამოხატო ამდენი ხალხი გიყურებს და რა წესია გინება. შემდეგ თამაშებზე გამომცხადებელს ამ ინგლისურით ნუ დასვამენ კიდე არ გვიჭირს უკვე ჩვენ ქვეყანაში ინგლისურის მცოდნე ხალხი.
3
ცქიტიშვილს რატომ აღარ იძახებენ ნაკრებში? ბოისაზე და ბევრ სხვაზე მეტ სარგებელს არ მოუტანდა გუნდს?
სანდრო
21:39 19-09-2017
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული