თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესპანურ "ხუვენტუტთან" თბილისში გამართა და ანგარიშით 60:72 დამარცხდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 17:17 დასრულდა, ტაიმი კი სტუმრებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს - 30:29. ესპანელებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს მესამე მეოთხედიც - 17:16, ბოლო ათწუთეულში კი მათი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა - 25:15.

ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო ვეტერანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახლდათ, რომელიც თავის გუნდს 23 ქულით შეეწია და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - ასეთი საკადრო პრობლემების
მქონე საქართველოს ნაკრებმა როგორ შეიძლება ესოდენ მაღალი კლასის კალათბურთელი არ გამოიყენოს?

საპასუხო შეხვედრას ირაკლი ხოშტარიას გუნდი სტუმრად ესპანეთში 21 სექტემბერს ჩაატარებს.

ნამატჩევს თბილისის "დინამომ" განცხადება გაავრცელა:

"ჩვენო ერთგულო ქომაგებო, უპირველეს ყოვლისა, გვსურს თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის. დღევანდელ თამაშზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ენერგია, რაც თქვენგან მოდიოდა. მართალია დავმარცხდით ანგარიშით 60:72, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს.

არ ვაპირებთ დამარცხებასთან შეგუებას და 21 სექტემბერს ბადალონაში "ხუვენტუტთან" საპასუხო თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ვითარება ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ".

იხილეთ სრული მატჩის ვიდეო

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნიკა ცქიტიშვილი არ არის ნაკრების სპორტსმენი. საერთოდაც, ძალიან არაგუნდურია და მუდმივად პრობლემებს ქმნიდა კოკოშკოვის მწვრთნელობიდან. ზუროსს პირდაპირ უარი უთხრა. ფორმაში არ ვარ და ტყუილად ნუ გამსინჯავო. სადღაც არაბეთის ჩემპიონატებში გამოდის. პენსიაზე გასვლას ელოდება. მოკლედ, პრობლემური ტიპია, თანაც ბოლო წლებია საშუალო დონეზე ვერ თამაშობს.
კოტე
20:42 20-09-2017
2
ასეთი რიტორიკა ღუპავს ქართული სპორტის განვითარებას, თურმე ცქიტიშვილმა შეცდომები დაუშვა, თურმე 23 ქულა არაფერია, თურმე ჩვენ უბრალო გულშემატკივარის აზრი არ არის მოსასმენი და გასათვალისწინებელი.
არადა ჩემს ირგვლივ ვინც იჯდა გუშინ დარბაზში ყველა ერთი და იმავეს იძახდა, რას ერჩიან ცქიტიშვილსო, ლონდარიძე-ბერიშვილის თამაშიც ყველამ ნახა და რისი თავიც აქვთ ეგეც გამოჩნდა.
ხოდა ჩემო თემო და თემოსნაირებო ბიძიებო სანამ ასე გააპრავებთ თემებს მანამდე არაფერი ეშველება ქართულ სპორტს.
თემოს
19:51 20-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული