შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან

AutoSharing Option
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი ქართველ მწვრთნელებს შეხვდა.

შეხვედრას ქართულ საკალათბურთო სამყაროში მომუშავე ბევრი სპეციალისტი დაესწრო. ისევე , როგორც სხვა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ხეცურიანმა სტუმრებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა გააცნო.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები", მთავარი მწვრთნელი): "საინტერესო პროგრამაა, რომელიც პრეზიდენტად შიო ხეცურიანის არჩევის შემთხვევაში, ქართულ კალათბურთს სწორი მიმართულებით წაიყვანს. არსებული პრობლემები კარგი მენეჯმენტით უნდა მოგვარდეს. მჯერა, რომ ეს გუნდი ამ პრობლემებს მოაგვარებს."

კოტე ტუღუში ("ქუთაისი", მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრები, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "ამ პროგრამაში ბევრი
საინტერესო ნიუანსია. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ქართული კალათბურთი პროგრესირებდეს. შიოს პროგრამაში ეს პროგრესი ჩანს."

შიო ხეცურიანი: "ვაგრძელებთ ქართულ კალათბურთში ჩართულ ადამიანებთან შეხვედრას და მათთვის 10-წლიანი განვითარების სტარტეგიის გაცნობას. დღევანდელმა შეხვედრამ მოლოდინისამებრ, საინტერესოდ ჩაიარა. ვიმსჯელეთ სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, ბავშვთა კალათბურთის და ასაკობრივი ჩემპიონატების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე".

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კალათბურთის ფედერაციის საიტი რას გავს, სირცხვილია 905-ში აწყობილია,დახვეწეთ გააუმჯობესეთ, სიახლე შეიტანეთ, შეცვალეთ რამე უქენით, შესვლა არ მოგინდება.
gigi
14:34 17-10-2017
0
რა ხდება, კალათბურთის არჩევნებიც მერიის არჩევნებს ემთხვევა? ეტყობა ეს შიო რომელიღაც პოლიტიკოსის კანდიდატია. მგონი კალათბურთში სხვებზე უკეთესი მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, შედეგები მილიონჯერ უკეთესია. ახლა აქაც უნდათ წყლის ამღვრევა და ფეხბურთივით განადგურება.
თაზო
14:03 15-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული