ჩვენი ჩემპიონის ევროტურნირებზე ასპარეზობამ ნათლად წარმოაჩინა ქართული საკლუბო კალათბურთის სავალალო მდგომარეობა - დამარცხდა ესპანურ "ხუვენტუტთან“, რუმინულ კლუჟის „ნაპოკასთან“, თურქულ „ისთანბულთან“ და „ლუკოილ აკადემიკთან“.
პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 16:23 წააგო, მეორე პერიოდის 2:39 წუთი ისე გაილია, ვერცერთმა გუნდმა ქულა ვერ აიღო, შემდეგ მსაჯმა სტუმრები ტექნიკური ჯარიმით დასაჯა, თითქოს ჩამორჩენის შემცირების შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და მეორე მეოთხედიც დავთმეთ (15:18). მოკლედ, პირველი ტაიმი 10 ქულით
მესამე მეოთხედი "დინამომ“ უკეთ ჩაატარა, სხვაობა ერთხელ 4 ქულამდე შეამცირა, ტაიმი კი 17:14 მოიგო, დასკვნითი პერიოდის მე-4 წუთზე გოგოძისა და შარიქაძის ძალისხმევით 2 ქულით დაწინაურდა კიდეც. სამწუხაროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში ზედიზედ ორჯერ დაკარგა ბურთი თბილისელთა ლეგიონერმა ბოიდმა და ისევ დავმარცხდით.
ასე და ამგვარად, საქართველოს ჩემპიონმა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, თუმცა კი საყვედურის თქმაც არ იქნება მართებული, რადგან უკეთესი შედეგის ჩვენებას უკეთესი ჩემპიონატი, უკეთესი ლეგიონერები სჭირდება და ა.შ. რაც მთავარია, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საჭირო გამოცდილებაც მიიღო. იმედია, დარჩენილ ორ შეხვედრას „დინამო“ უფრო მაღალ დონეზე ჩაატარებს.