იუბილარი ვაჟა ჭკუასელი ოლიმპიურ სასახლეში დააჯილდოვეს

AutoSharing Option
საქართველოს დამსახურებული კალათბურთის მწვრთნელი, ვაჟა ჭკუასელი იუბილარია. არაერთი ცნობილი ქართველი კალათბურთელის გამზრდელი სპეციალისტი 70 წლის გახდა.

ოლიმპიურ სასახლეში დღეს გამართული სუპერლიგის მატჩის დროს ვაჟა ჭკუასელი დააჯილდოვეს. "დინამო“ – "მგზავრების“ დიდ შესვენებაზე იუბილარს ეროვნული ნაკრების მაისური და საპატიო სიგელი გადასცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული