"გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ გარკვეული კითხვები გააჩინა, გადავწყვიტეთ პრესკონფერენცია ჩაგვეტარებინა.
არ ვაპირებთ თავის მართლებას, უბრალოდ გვსურს წარმოვადგინოთ და ნათელი გავხადოთ ის საკითხები, რაც კონტრაქტის მიხედვითაა გათვალისწინებული.
"ბასკონია" 60 წელია რაც არსებობს და დაარსებიდან მონაწილეობს ევროლიგაში. ჩვენ საკალათბურთო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა ესპანეთში.
ბევრ კალათბურთელს გამოვლილი აქვს "ბასკონიას" სკოლა და მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირებზე.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ჩვენი კლუბის სკაუტები სხვადასხვა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გაკეთდა გამონაკლისი. რომ ახალგაზრდებს, რომელებიც ჩვენი კლუბის მიერააა შერჩეული, ჰქონოდათ საშუალება ჩართულიყვნენ ამ პროგრამაში.
4 წლის წინ გარკვეულმა გარემოებამ შეგვახვედრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან, მაშინ ჩვენთან უნდა ეთამაშა თორნიკე შენგელიას. არასდროს არ ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ფედერაციებთან, მაგრამ პირველად ექსკლუზიურად გაფორმდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება.
კალათბურთის ფედერაციის მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარება, რაც მომავალში სარგებელს მოუტანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
ფედერაცია ყოველწლიურად ახორციელებს 300 000 ევროს ინვესტიციას და საერთო ჯამში შეადგენს 1.5 მილიონს. ამ ინვესტიციით ქართველი ახალგაზრდები ჩაერთვებიან კლუბის პროგრამებში და მიიღებენ გამოცდილებას საერთაშორისო ტრეინინგებში.
ეს სპეციალურად ამ ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებული პროგრამაა, არავის არ შეუძლია სხვას თანხის გადახდის შემთხვევაში იგივე გააკეთოს.
ქართველ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ივარჯიშონ და საკუთარი თავი წამოაჩინონ მთელს ესპანეთში. რასაც ჩვენი კლუბი აკეთებს თქვენი ახალგაზრდებისთვის, ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური დახმარება..
ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სხვა ქვეყნის მოთამაშეების ვარჯიშის თანხა კი არ ფინანსდება, არამედ ამ მოთამაშეებთან ის აკავშირებს, რომ მოხდება იმ ქართველი კალათბურთელების მომზადება.
საქართველოს მთელი ეს ინვესტიცია 8-9 წლის შემდეგ დაუბრუნდება უკან და საბოლოო ჯამში, არაფერი არ დაუჯდება.
ის ფაქტი, რომ "ბასკონიაში" ნავარჯიშებმა 16-წლამდელმა ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს, ბ დივიზიონიდან ა დივიზიონში გადასვლა, ჩვენი დამსახურებაცაა.
ამგვარ ხელშეკრულებას სხვა არავისთან არ გავაფორმებთ. ჩვენი კლუბის ბიუჯეტი 80 მილიონ ევროს შეადგენს, ეს ხელშეკრულება ფინანსური თვალსაზრისით არ გაგვიფორმებია, უბრალოდ ამას უფასოდ ვერ გავაკეთებდით.
ჩვენი მიზანია მინიმუმ სამმა თაობამ ისარგებლოს ამ პროექტით და არ მოხდეს "თაობათა წყვეტა".
საქართველოში დაარსდება "ბასკონიას" სკოლა, სადაც ესპანელი და ქართველი მწვრთნელები იმუშავებენ. ამჯერად ველოდებით დასტურს, რათა თბილისში ფედერაციას გარკვეული ობიექტები გადაეცეს. როდესაც მოვიძიებთ დამატებით სახსრებს, მომავალში სხვა ქალაქებშიც გავაკეთებთ სკოლებს".