საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგა ლატვიელთა განადგურებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 2004 წელს დაბადებულთა ნაკრები ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პერსპექტიული 14-წლამდელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საერთაშორისო მატჩებში პირველად მონაწილეობენ და აღნიშნული ტურნირის ფარგლებში დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

14-წლამდელთა ნაკრებში ამ ჯერზე შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ: საბა გურეშიძე, გიორგი ოჩხიკიძე, ლევან ტურაშვილი, დაჩი გრძელიძე, გუგა ნაცვლიშვილი, ლერი ბოკუჩავა, ვატო გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ გულიაშვილი, გიორგი ჭიჭინაძე, გიორგი სულაბერიძე, ლაშა მესხი, ლუკა კუჭუხიძე.

ევროპის ლიგა მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. ერთი წრე მოიცავს 5 მატჩს, ხოლო რეგულარული ჩემპიონატი 3 წრისგან შედგება.
პირველი წრე დღეს დაიწყო ლატვიის ქალაქ ვალმეირაში. საქართველოს ნაკრები მეტოქეებს ამ თანმიმდევრობით შეხვდება:

30 ნოემბერი საქართველო – იუგლა (ლატვია) 75:39 (სტატისტიკა)

1-ლი დეკემბერი პომერანია (პოლონეთი) – საქართველო 17:00 (მითითებულია თბილისის დროები)
2 დეკემბერი ვალმეირა (ლიტვა) – საქართველო 13:30
2 დეკემბერი საქართველო – პლუნგე (ლიტვა) 19:30
3 დეკემბერი სპარსი (ლატვია) – საქართველო 13:00

პირველ მატჩში ქართველებმა ლატვიური "იუგლა" გაანადგურეს. ქორქიასა და მაისურაძის გუნდმა ბალტიისპირელებს 75:39 მოუგო. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურად ითამაშა. ყველაზე მაღალი შედეგი ლერი ბოკუჩავამ დააფიქსირა, რომელმაც 11 წუთში 13 ქულა ჩააგდო.

ევროპის ლიგის მომდევნო – მეორე წრე 25-28 იანვარს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება, ხოლო მესამე, დასკვნით წრეს ლატვიის დედაქალაქი რიგა 29 აპრილიდან 1-ლი მარტის ჩათვლით უმასპინძლებს. 3 წრის ჯამში ჩატარებული 15 მატჩის შედეგად საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალში გავა.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული