"დინამო" "ისთანბულს" ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებს

AutoSharing Option
"დინამო თბილისი“ 6 დეკემბერს ფიბა ევროპის თასის ბოლო შეხვედრას გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თურქულ "ისთანბულს“ უმასპინძლებს.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ევროპულ სარბიელს ქართული კლუბი მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა. „დინამო თბილისმა“ ასპარეზობა ევროპის ჩემპიონთა თასზე დაიწყო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლა.

დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის გასული 5 მატჩი წააგეს, შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს და 6 დეკემბერს ბოლო ტურის მატჩს ითამაშებენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თურქულ კლუბთან სტამბოლში 1 ნოემბერს ითამაშა და 52:72 დამარცხდა.

ამ შეხვედრას
სტამბოლელთათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მართალია, თურქულ კლუბს ჯგუფიდან გამსვლელ 2 გუნდში ადგილი დაბევებული აქვს, თუმცა „დინამოსთან“ წარმატების შემთხვევაში, აქვს შანსი, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეს. არანაკლებ პრინციპულია ეს მატჩი თბილისური კლუბისთვის, რომელიც ფიბა ევროპის თასზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

„დინამო თბილისისა“ და „ისთანბულის“ შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

მატჩზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალია.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული