"თბილისმა" "ზაზა" დაამარცხა და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
A ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში 2 დღის წინ გასულ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს კლუბი “თბილისი” შეუერთდა. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა თბილისელებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ზაზა ფაჩულიას აკადემიას” 71:60 სძლიეს და “ა” ლიგაში გადასასვლელ გადამწყვეტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოში 4 გუნდი დარეგისტრირდა, თუმცა “რაზმმა” რიგი პრობლემების გამო ასპარეზობა ვერ შეძლო. დარჩენილი 3 გუნდიდან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილები ზემოთ ნახსენებმა კსუ-მ და “თბილისმა” მოიპოვეს. სწორედ ამ გუნდებმა მოიპოვეს ფინალურ სერიაში ასპარეზობის უფლება და 2 მატჩის ჯამში გამოავლენენ გამარჯვებულს, რომელიც “ა” ლიგის საგზურს
მოიპოვეს. საკვალიფიკაციოს ფინალში დამარცხებულსაც რჩება “ა” ლიგაში გადასვლის შანსი და დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდს გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-სთან გამართავს.

“თბილისისა” და “ზაზას” მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თბილისელები უმეტესად ლიდერობდნენ, თუმცა “ზაზას აკადემია” მეტოქეს არ რჩებოდა და შანსს ინარჩუნებდა. “თბილისმა” გარდატეხის მოხდენა ბოლო წუთებზე მოახერხა, როცა მეტოქეს 10 ქულით გაექცა და მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანა.

გამარჯვებულებს 17 ქულით ალექსანდრე მეგენეიშვილმა ულიდერა. 16 ქულა დააგროვა ლუკა ზაქრაძემ. “ზაზაში” 14 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო სტოიან კნეჟევიჩმა.

A ლიგის საკვალიფიკაციოს ფინალური სერიის მატჩები კსუ-სა და “თბილისს” შორის 16 და 18 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული