შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა შიო ხეცურიანმა სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის გუნდსა და მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა და ამის მიზეზად მოსალოდნელი უსამართლო არჩევნები დაასახელა, პრეზიდენტი კი პაატა გურასპაული გახდა.

გთავაზობთ ხეცურიანის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს:

"დიდი მადლობა ჩემს თანამოაზრეებს და მეგობრებს, რომლებთან ერთა

დაც თითქმის 1 წელი ვიბრძოდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ქართული კალათბურთის შემდგომი წინსვლისთვის და წარმატებისთვის.


დიდი მადლობა ბიზნესსექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მხოლოდ სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარულის გამო დახარჯეს თავიანთი მნიშვნელოვანი დრო და მოტივირებულები გვაძლევდნენ რჩევებს, როგორ ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე და ქართულ რეალობაზე მორგებული კალათბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა.


დიდი მადლობა კალათბურთელებს, რომლებმაც ღიად გამოხატეს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გამო კრიტიკის მოსმენაც მოუწიათ, მაგრამ ამ ადამიანებმა სხვებზე ბევრად კარგად იციან არსებული მდგომარეობა ქართულ კალათბურთში და მათ ყველაზე მეტად შესტკივათ გული ქართულ კალათბურთზე.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა ჩვენი და გვგულშემატკივრობდა.


ასევე, დიდი მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ წინასაარჩევნო გარემოს.


რაც შეეხება ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატურა მომეხსნა - არანაირი სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილი იყო. განვმეორდები და ვიტყვი, ჩვენ ვერ დავამარცხეთ ვიღაცების პირადი ინტერესები და სამწუხაროდ, კალათბურთის სათავეში ისევ ის ჯგუფი დარჩა, ვინც წლებია არასწორი გზით ატარებს სპორტის ამ სახეობას. დღეს ასეა....


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიუღებელი რამ ხდებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც, ვულოცავ პაატა გურასპაულს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.


და რაც მთავარია - წარმატებები ქართულ კალათბურთს!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი შეხედვით ყველაფერი სწორად მიგყავდა და ხალხსაც ჯეროდა, მაგრამ ვეჭვობ შენც ამ სპექტააკლის მონაწილე ხარ..
chaachi
13:15 13-12-2017
2
ეჰ შიო ბიძიააა :( / რომელი ექსპერტი მე ვარ, მაგრამ შენ რო მიძვრებოდი , სად მიძვრებოდი?! შენნაირი გამონათებები და სოლოები ქართველებს ბევრი გვინახავს და გვახსოვს, გინდ პოლიტიკაში, გინდა , სპორტში და გინდა ხელოვნებაში, გამოხტებით ერის და სინდისის სადარაჯოზე და ხალხიც რათქმაუნდა ამ ერთჯერადი გმირების გვერდით დგება, მერე უცებ ბოლო წამს რაღაც ხდება, ზოგი ლიმონს იღებს, (და თან ,აბა დაუმტკიცე :D) ზოგს თურმე არ უნდოდა და სულ ძალაძალით გამოპრეზიდენტა, ზოგმა პარლამენტი დაჯავშნა , ზოგმა ბოლო წამს (შენ) მოხია ....//// ვინ ბაყბაყდევი გვაზის ესეთი ამ ქვეყანას ? თან ასეთი უხილავი ? რო გვიწყვიტავს ყველაფერს .../ ბევრი , რო აღარ გავაგრძელო , შიო ბატონო შენი ნდობა რო აღარ შეიძლება აწი , ეგ უკვე გავიგეთ.../ ეს ძველი ბანდა კი რასაც აქამდე აკეთებდნენ , ისევ ისე გააგრძელებენ ჯიგრულად !!! მთავარი მაინც ჯიგარია !!! პროფესიონალიზმი, განათლება, სწორად მართვის ცოდნა, გეგმა რო უნდა გქონდეს პრეზიდენტობის კანდიდატს , ამას დიდი მარჩიელობა უნდა?! მაგრამ ტყუილებია ესენი!!!! მთავარია ჯი-გა-რი, ჯიგარი !!!! :D :D :D
Vasili
14:31 13-12-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული