კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი A ლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი A ლიგაში ითამაშებს. ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა კსუ-მ საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალური სერიის მეორე მატჩი 65:68 წააგო კლუბ “თბილისთან”, თუმცა 2 მატჩის ჯამში ფინალური სერია მოიგო და A ლიგის საგზური მოიპოვა.

დებულების თანახმად, ფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და საბოლოო ანგარიშიც საეთო ჯამში ითვლება. 16 დეკემბერს კსუ-მ “თბილისი” 10 ქულით დაამარცხა, დღეს კი 3 ქულა დათმო და სერიაში გამარჯვებული გამოვიდა.

თბილისელები პირველი ტაიმის შემდეგ 18 ქულას იგებდნენ და ბურთსაც ფლობდნენ, თუმცა წუთშესვენებაზე ტექნიკური დაიმსახურეს, დარჩენილ 20 წამში 5
ქულა მიიღეს და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი ლიდერობა შერჩათ.

მეორე ნახევარში კსუ-მ ჩამორჩენა შეამცირა და ხელსაყრელი სხვაობა ბოლომდე შეინარჩუნა. სტუდენტურ გუნდს ამერიკელმა რაიან აარონმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ფინალურ სერიაში დამარცხებულ “თბილისს” A ლიგაში გადასვლის შანსი მაინც შერჩა. საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისელები გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-ს შეხვდებიან, რომელმაც სპონსორი გამოიცვალა და ილიაუნის სახელით გამოდის. 2-მატჩიანი სერიის პირველი მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული