როგორც ადვოკატმა იასონ ბესელიამ ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დანაშაულში, დიდი ალბათობით, ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა აქვე ადვოკატი დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და გამოძიების ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი არაა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ბესელიას ინფორმაციით, ადვოკატებს საკმაოდ მოცულობითი მასალები გადაეცათ.
"არის საკმაოდ მოცულობითი აუდიო-ვიდეო მასალა. ჩანაწერების შინაარსი ეხება ამ საკითხის მომზადებას, ანუ, რა შედეგი უნდა ყოფილიყო,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
წყარო: ipn.ge