შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო

AutoSharing Option
შიო ხეცურიანმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა.

მისი განცხადებით, არ სურდა, დადგმულ სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა.

კალათბურთში ბოლო დროს არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. 5 პიროვნება ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით რამდენიმე დღის წინა დააკავეს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თეგი - ჩაწყობილი თამაშები

Sportall.ge ხეცურიანს დაუკავშირდა და ამ თემებზე ესაუბრა.


- უპირველეს ყოვლისა, ბოლო დროს კალათბურთში განვითარებულ მოვლენებზე გკითხავთ. რას იტყოდით იმ 5 პირზე, რომლებიც დააკავეს? ამ თემის გარშემო თქვენი აზრი გვაინტერესებს...


- ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და
სჯობს, დაველოდოთ მის დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილებას. რამდენადაც ჩემთვის პრესის საშუალებით გახდა ცნობილი, ბერიშვილებმა და ვაჟა კვარაცხელიამ აღიარეს დანაშაული.

სამწუხარო და შემაშფოთებელია ასეთი ფაქტები ქართულ კალათბურთში.

- თქვენ ამბობდით, რომ ქართულ კალათბურთში ბევრი არასწორი საქციელი ხდება. გულისხმობდით თუ არა მსგავს საქციელს?

- მე ვსაუბრობდი და ვსაუბრობ ქართულ კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე - კომპლექსურ პრობლემებზე. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ერთ-ერთი დადასტურებაა ამ პრობლემების.

- თქვენ არჩევნებს დადგმული სპექტაკლი უწოდეთ. რა მოხდა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, როგორ მოხდა გუნდის წევრებთან შეთანხმება კანდიდატურის მოხსნის შესახებ?

- ვფიქრობ, რომ ამ თემის შესახებ უკვე ყველაფერზე ვისაუბრე.

- თქვენ აღნიშნავდით, რომ პაატა გურასპაული ფედერაციის კანდიდატი იყო, თავად გურასპაული კი ამას ცილისწამებას უწოდებდა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

- მგონი, ამ საკითხზე კითხვა აღარ დარჩა. ფაქტი სახეზეა.

- არჩევნებამდე იყო საუბარი, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კალათბურთისთვის ყველა ერთმანეთს გვერდში უნდა დადგომოდა. დაგიკავშირდათ თუ არა პაატა გურასპაული?

- არ დამკავშირებია.

- თუ დაგიკავშირდებათ და შემოგთავაზებთ, რომ თქვენი პროგრამიდან რომელიმე პროექტი განახორციელოს, დათანხმდებით თუ არა მას?

- პროგრამა საჯაროდ დევს ინტერნეტსივრცეში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განახორციელოს ამ პროგრამიდან რომელიმე პროექტი. არ სჭირდება ჩემი ნებართვა. მეც და ჩემს თანამოაზრეებს მხოლოდ გაგვიხარდება კალათბურთის საკეთილდღეოდ გაკეთებული საქმე.

- რას იტყოდით პაატა გურასპაულის შესახებ, თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა მას სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა?

- კალათბურთის ფედერაციაში სისტემური პრობლემაა. ამ სისტემის წევრია პაატა გურასპაული. შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება რადიკალური ცვლილებების განხორციელება.

- სწორედ ერთ-ერთ პრობლემას მინდა დავუბრუნდეთ. დაკავებული პირები საუბრობდნენ, რომ ამ ზომამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ანაზღაურება დაბალი იყო და კალათბურთში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენ ამის შესახებ?

- წავიკითხე ვაჟა კვარაცხელიას ეს ნათქვამი კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ის, რომ მძიმე მდგომარეობაა კალათბურთში, დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად მიუღებელია ასეთი ფაქტები, ვგულისხმობ თამაშებით მანიპულირებას.

- არჩევნების წესზე რას იტყოდით? როგორც ცნობილია, ერთ სუბიექტს რამდენიმე ხმის უფლება აქვს...

- არჩევნების ჩატარების არსებული წესიც და არჩევნებამდე ფედერაციის მიერ განხრციელებული ქმედებები მიუღებელია.

- დაბოლოს, რას აპირებს მომავალში შიო ხეცურიანი?

- ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას კომპანია "იუჯითი ჯგუფში" და პარალელურად, ქართული კალათბურთის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ვგეგმავ ჩემს თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად.
მკითხველის კომენტარები / 9 /
"ყური მიგდე" კომენტარებში რომ წერ შიო ჩაუშვებდაო, მაგას თუ აპირებდა არჩევნებამდე იზავდა მაგ საქმეს ეგეთზე წამსვლელი რომ იყოს და მარტივად მოიგებდა...
მინდია
26 დეკემბერი 2017 17:02
2
არჩევნების ბოლო კვირეულში არ იძახოდა ფეხერაცია რომ კალათბურთში ყველაფერი კარგად არისო? შიოს პრიორიტეტებში იყო მსაჯთა პრობლემების მოგვარება რაც გამოჩნდა კიდეც რომ მართლაც სწორედ იყო იდენტიფიცირებული ისევე როგორც სხვა დეტალები. ფედერაციამ ბინძურად ჩაატარა არჩევნები და ეხლა მსაჯებისგან გვიკვირდეს სიბინძურე??

JZ
26 დეკემბერი 2017 17:00
1
რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს კაცმა? არც არაფერი. წავალ და შევექცევი გრეჩიხას, ბოდიში წიწიბურას, რომელიც ძალიან უხდება ქოლესტერინის რეგულაციას.
კო-ტო
26 დეკემბერი 2017 16:20
0
ვფიქრობ, თვიტონაა გარეული დაჭერილების ,,ჩაშვებაში,,
ყური მიგდე
26 დეკემბერი 2017 15:38
12
ფიქრით ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იფიქროს კაცმა, მაგრამ კაცისთვის ყველაფრის წომოხრანტალება ძალიან ცუდი ტონია, მით უმეტეს რაღაცას ამოფარებული სახელით.
ყური მიგდეს ყური მიგდე
27 დეკემბერი 2017 09:35
1
ახლა ეს რამის აზრზეა?! რა შუაშია ფედერაციის კარგი, ან ცუდი მუშაობა თუ ისედაც 100%-ით ძლიერი გუნდი 25-ზე მეტი, ან ნაკლები ქულით მოიგებს. პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში უამრავი ტოტალიზატორია და ყველას ვერ გააკონტროლებ, როდის რა თამაშს დადებს. ასეთი მცირე გარიგებები(მეტი, თუ ნაკლები სხვაობა, მეტი, თუ ნაკლები ბარათი და ა.შ.), რომლებიც არც შედეგზე, მით უმეტეს სატურნირო ცხრილზე არ აისახება, უამრავია ყველა ქვეყანაში და სპორტის ყველა სახეობაში. რეალურად, ეს "გარიგებული" თამაშები არც არის, რადგან სპორტსმენები თითქმის არ მონაწილეობენ.
მოკლედ, თავი და თავი ტოტალიზატორია. უნდა ეცადონ, მაქსიმალურად(რამდენადაც შესაძლებელია) აკონტროლონ, რომელიმე ტოტალიზატორზე ხომ არ დევს ესა თუ ის თამაში.
Mate
26 დეკემბერი 2017 14:53
14
ვერ დაგეთანხმები ფედერაციის ბრალს რომ ვერ ხედავ... ეგრე იძახიან სტალინმაც არ იცოდა ხალხს რომ კლავდნენო...
დიტო
26 დეკემბერი 2017 17:16
2
ამ საკითხებზე და ასე "ოპერატიულად" მოსაზრებების დაფიქსირებას, თავის შეკავება აჯობებდა!
გარკვეული სიმპატიის მიუხედავად
26 დეკემბერი 2017 14:02
11
არ იყო საჭირო ასეთი თავგამოდება. არა! მორჩა და აწი თუ გინდათ კაცებო(!), გაათეთრეთ ციხეში მყოფ ხალხზე აუგის (და)მწერი კაცი...
არ ვეთანხმები "დაშვებული ცერის" ავტორებს!
26 დეკემბერი 2017 18:01
9

სიახლეები პოპულარული