გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს თავდებში სპორტის სფეროს წარმომადგენლები უდგებიან.

კერძოდ, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს თავდებში ჯამლეტ ხუხაშვილი, ეზრა პალაგაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ვლადიმერ ძიძიგური, ზაზა მაჩალაძეს კი ანატოლი ბოისა და კახა შენგელია უდგებიან.

დაცვის მხარე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას იშუამდგომლებენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჯამლეტ ხუხაშვილმა განაცხადა, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი შეცდომა გამოასწორონ.

ხუხაშვილი ახალგაზრდა კალათბურთელების აღზრდაში დათიკაშვილისა და კვარაცხელიას როლსაც უსვამს ხაზს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმიტომ უდგებიან თავდებში რომ იცნობდნენ და იცოდნენ. და იმიტომ რომ სხვების სახელები არ თქვან ვინც იგივეს სჩადის. სამარცხვინოა, საკუთარ სახელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ
daviti
08 თებერვალი 2018 16:17
1
ყველას თავისი აზრი გააჩნია, რათქმაუნდა აქვს იმ აზრს არსებობის უფლება, დაარღვია უნდა დაისაჯოს,მაგრამ რეალურათ უკვე საკმარისათ დაისაჯნენ,შეცდომა ყველას მოსდის, მითუმეტეს ის ღვაწლი რაც კვარაცხელიას ან თუნდა მაჩალაძეს აქვს კალათბურთის მიმართ, უნდა ახსოვდეს ამ სპორტის გულშემატკივარს.ისედაც უდიდესი სირცხვილი ნახეს ამ ხალხმა და სულაც არაა საჭირო კიდევ უფრო გავაუბედუროთ ოთხკედელში გამოკვეთის. იქნენ ცნობულნი დამნაშაცეთ და პირობითით გამოუშვან, ეს იქნება სამართლიანი
True detective
08 თებერვალი 2018 16:05
3
თუ დამნაშავეები არიან თავდებში რატომ უდგებიან? ამ ქვეყანაში აღარავინ ისჯება? რა დონეც არის ქვეყანაც იმ მდგომარეობაშია!!!
zura
08 თებერვალი 2018 15:01
0
მოკლედ რა უმსაგვსობაა რა, რა პონტში უდგებიან თავდებში??? ტიპები დამნაშავეები არიან და თავდებში უდგებიან. აი ამიტომ არ მევასება ეს ძველი თაობის სპორტსმენები და მოღვაწეები (რა თქმა უნდა ყველა არა), ისევ ძველებურად აზროვნებენ, ძმობა მეგობრობა რომ ზედმეტობაში გადადით და რეალურად ღირსების ნატამალი არ გააჩნიათ. ანატოლი ბოისა კი ძლივ ვირაცას გამოადგა, ნაკრებს ეგ არ ადგება და :დ
sandro777
08 თებერვალი 2018 15:15
0

სიახლეები პოპულარული