"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს თავდებში სპორტის სფეროს წარმომადგენლები უდგებოდნენ. კერძოდ, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს თავდებში ჯამლეტ ხუხაშვილი, ეზრა პალაგაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ვლადიმერ ძიძიგური, ზაზა მაჩალაძეს კი ანატოლი ბოისა და კახა შენგელია.

თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

Sportall.ge ჯამლეტ ხუხაშვილს დაუკავშირდა და ეცადა გაერკვია, თუ რატომ უდგებოდა ბრალდებულებს თავდებში.

"თავდებში
დადგომა იმიტომ მსურდა, რომ ამ ადამიანებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში და ახლა დაუშვეს შეცდომა. უნდა მიგვეცა საშუალება, რომ გამოესწორებინათ თავისი შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს.

თავდებში ვიყავი მე, მაგრამ სასამართლომ ეს არ მიიღო. ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ კალათბურთელები და სპორტსმენებიც, მაგრამ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩვენი თავდებობა და ახლა უკვე აზრი არ აქვს მაგ თემაზე საუბარს", - განაცხადა ხუხაშილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აბსოლიტურად ვეთანხმები!! გვერდში დგომა მათი კოლეგებიდან ეხლა ჭირდებათ და არა წაქცეულზე წიხლის დაჭერა.
ზაზა 21
22 მარტი 2018 19:30
0
საერთოდ შემეცვალა წარმოდგენა ამ კაცზე, რას ბოდიალობს??? ერთი მაფიაა ყველა რა!!!
Vasili
10 თებერვალი 2018 14:08
2
პირადად მე რა თქმა უნდა არ მინდა, რომ ვინმე ციხეში იჯდეს, მაგრამ რას ქვია თავდებში დადგომა, წარმოიდგინეთ ბატონო ჯამლეტ: მიხვედით თამაშზე, თავგამოდებით და ალალად გულშემატკივრობთ ვიღაცას, ამ დროს ყველაფერი წინასწარ ჩაწყობილი და ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ გაიასნებულია, თქვენ ამ დროს რა გამოდიხართ მათ თვალში? ერთი დიდი ასო. ჩვენ, გულშემატკივრებს კიდევ არ გვინდა, რომ მაჩალაძე და მისნაირი ტიპებისთვის ვიყოთ ასეთები. ხეხონ ახლა ნარები, ესენი არ არიან დანდობის ღირსნი იმიტომ, რომ ჩვენ თავზე გვასვრიან და ამაში ფულს, დიდ ფულს აკეთებენ. ასე რომ, ბატონო ჯამლეტ სანამ დაუდგებით ვინმეს თავდებში, ჯერ იმ ხალხზე იფიქრეთ, ვისაც ასეთები თავზე ასვრიან.
ბბბ
10 თებერვალი 2018 13:50
1
რას ნიშნავს თავდებში უდგებოდით? მატჩები გარიგებული იყო მაყურებელი გაბითურებული,სპორტი განადგურებული ესენი კი ხელს აფარებდნენ ასე გამოდის,წოლშიც ხო არ იყავით?
eeeeex
10 თებერვალი 2018 13:27
0
ერტი მაფიააააა და ერტმანეტს უდგებიან ტავდებსჰი.
bajo
10 თებერვალი 2018 13:25
0
დღეს როცა კორუპციას ებრძვიან თქვენი გოსვლა რას მივაწეროთ სხვები უარესს არ იზამენ?
რომა
10 თებერვალი 2018 12:31
0
გამოსწორებაში რა იგულისხმება? ანუ უნდა ემსაჯათ და ფული აღარ აეღოთ?
gia
10 თებერვალი 2018 12:25
0
შენ რომ კალათბურთის სახელოვანი ტიპი იქნები. ყველაზე სამარცხვინოები ხართ ვითომ და საკალათბურთო ოჯახი
FUI
10 თებერვალი 2018 12:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული