ვერის საკალათბურთო დარბაზში "ბასკონიას" საკალათბურთო კემპი მიმდინარეობს

AutoSharing Option
ვერის საკალათბურთო დარბაზში აქტიურად მიმდინარეობს "ბასკონიას" საკალათბურთო კემპი. საქართელოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის უკვე მეოთხე წელია, წარმატებით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც ესპანური კლუბი თბილისში ფართომასშტაბიან კემპებს ატარებს და გამორჩეულ ახალგაზრდებს გზას ევროპისკენ უხსნის.

ვერის ბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზში 9 აპრილიდან მიმდინარეობს კემპი, რომელშიც 12-16 წლის ფარგლებში 160-მდე ბავშვი მონაწილეობს.

ქართველ მოზარდებს ავარჯიშებენ ესპანელი სპეციალისტები, რომლებსაც ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ეხმარებიან. თბილისში "ბასკონიას" წლევანდელი კემპის კოორდინატორია ცნობილი ყოფილი კალათბურთელი და მწვრთნელი - მარსელო ნიკოლა, რომელსაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და
არაერთ ევროპულ გრანდში - "ბარსელონაში", "სიენაში", "ტაუ კერამიკაში", "პანათინაიკოსში", "ბენეტონში" უთამაშია.

სწორედ იტალიურ “ბენეტონში”, 2002 წელს ნიკოლას გუნდელი იყო ახალგაზრდა ნიკა ცქიტიშვილი, რომელიც დღეს ვერის ბაღში ძველ თანაგუნდელს ესტუმრა. მარსელო ნიკოლა ცქიტიშვილს თბილად შეხვდა და ის კემპის მონაწილეებს შეახვედრა.

მომზადებულია Gbfe.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული