მათ შეფარდებული 6-თვიანი სასჯელი მოიხადეს. დათიკაშვილმა, კვარაცხელიამ და მაჩალაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვეს.
საპატიმრო სასჯელის მოხდის მიუხედავად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და "სოხუმის" მწვრთვნელები კვლავ მსჯავრდებულები არიან. მათ 6-თვიანი რეალური სასჯელის შემდეგ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი უნდა მოიხადონ.
გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილი იყო
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით