მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კლუბს "საქართველოს ბანკი" პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.
"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი, კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "საქართველოს ბანკს" იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ "დინამოს" განვითარებისთვის. აღსანიშნავია "საქართველოს ბანკის" წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ "დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს", რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
თბილისის "დინამო" ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბია. "დინამო" არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.
შეგახსენებთ ასევე, რომ ზაზა ფაჩულიას ასევე აქვს აკადემია, სადაც რამდენიმე ასაკობრივი გუნდი ასპარეზობს.
აქვე გეტყვით, რომ თბილისის "დინამო" გასულ თვეს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობდა, თუმცა ბერძნულ "არისთან" ორი მატჩის ჯამში უშანსოდ დამარცხდა.
წყარო: ipn.ge