3×3: საქართველო ახალგაზრდული ოლიმპიადის ნახევარფინალში არგენტინამ არ შეუშვა

AutoSharing Option
საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა, თუმცა ოთხეულში ვეღარ გავიდა.

ჩვენი გუნდი ნახევარფინალში მასპინძელმა არგენტინამ არ შეუშვა, რომელმაც მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქართველები 21:12 დაამარცხა.

საქართველოსა და არგენტინის მატჩამდე 3 მეოთხედფინალი გაიმართა. სლოვენიამ რუსეთს 15:14 მოუგო, უკრაინამ იტალიას 14:11 სძლია, ხოლო ბელგიამ ბრაზილია 21:10 დაამარცხა.

საქართველომ შეხვედრა აგრესიულად დაიწყო და წუთზე მეტხანს მეტოქეს ბურთი არ ჩააგდებინა, თუმცა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს ქართველების დაცვის გარღვევა და ამაში შორი სროლებიც დაიხმარეს.

ჩამორჩენილმა ქართველებმა ვითარების გამოსწორება რამდენჯერაც სცადეს, არგენტინელთა ზუსტმა შორმა
სროლებმა შეუშალათ ხელი. ამას დაერთო შეცდომები - თითქოს უვნებელ სიტუაციაში ბურთის დაკარგვები და მასპინძლებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა (6:0) რომ მოიპოვეს, გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა, ლუკა მაზიაშვილის, ოთო პერტაიას, ზურა ჟღენტისა და ლაშა მიქელაძის შემადგენლობით, ოლიმპიადაზე ღირსეულად იასპარეზა და პლანეტის საუკეთესო 8 გუნდში ადგილი მოიპოვა.

ოფიციალური სტატისტიკით კი, საქართველოს ნაკრებს საბოლოოდ მე-6 ადგილი ერგო, რადგან მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან ჩვენზე მეტი - 14 ქულა - მხოლოდ რუსეთმა ჩააგდო (და შესაბამისად, მე-5 ადგილი დაიკავა).

ნახევარფინალური მატჩები ბუენოს-აირესში 17 ოქტომბერს გაიმართება: სლოვენია - ბელგიას, ხოლო არგენტინა უკრაინას შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
1-ლ თამაშზე რომ არ დაეგვიანათ, შეიძლება სლოვენიასთვის მოეგოთ და მასპინძლებს აცდებოდნენ, რუსებს კი მოვუგებდით. რა თქმა უნდა დამნაშავე ვერ მოიძებნება. "ხახალეიშვილის სინდრომი" გვჭირს.
aleqsandre
14:16 17-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული