ჩვენი გუნდი ნახევარფინალში მასპინძელმა არგენტინამ არ შეუშვა, რომელმაც მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქართველები 21:12 დაამარცხა.
საქართველოსა და არგენტინის მატჩამდე 3 მეოთხედფინალი გაიმართა. სლოვენიამ რუსეთს 15:14 მოუგო, უკრაინამ იტალიას 14:11 სძლია, ხოლო ბელგიამ ბრაზილია 21:10 დაამარცხა.
საქართველომ შეხვედრა აგრესიულად დაიწყო და წუთზე მეტხანს მეტოქეს ბურთი არ ჩააგდებინა, თუმცა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს ქართველების დაცვის გარღვევა და ამაში შორი სროლებიც დაიხმარეს.
ჩამორჩენილმა ქართველებმა ვითარების გამოსწორება რამდენჯერაც სცადეს, არგენტინელთა ზუსტმა შორმა
საქართველოს ნაკრებმა, ლუკა მაზიაშვილის, ოთო პერტაიას, ზურა ჟღენტისა და ლაშა მიქელაძის შემადგენლობით, ოლიმპიადაზე ღირსეულად იასპარეზა და პლანეტის საუკეთესო 8 გუნდში ადგილი მოიპოვა.
ოფიციალური სტატისტიკით კი, საქართველოს ნაკრებს საბოლოოდ მე-6 ადგილი ერგო, რადგან მეოთხედფინალში დამარცხებულთაგან ჩვენზე მეტი - 14 ქულა - მხოლოდ რუსეთმა ჩააგდო (და შესაბამისად, მე-5 ადგილი დაიკავა).
ნახევარფინალური მატჩები ბუენოს-აირესში 17 ოქტომბერს გაიმართება: სლოვენია - ბელგიას, ხოლო არგენტინა უკრაინას შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით