პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში - ქართველი გოგონა აშშ-ში ითამაშებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დღეს ახალი ისტორია დაიწერა. 18 წლის ნატალია ოთხმეზური არის პირველი გოგო ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს.

ნატალია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მოვიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა.

ახალ კოლეჯში სწავლას ნატალია აგვისტოდან დაიწყებს.

ნატალია ოთხმეზური:"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება მსგავსი ფაქტი. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო
და ვასახელო ჩემი ოჯახი და საქართველო. მადლობას ვუხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას გვერდში დგომისთვის".

გიორგი ალავიძე (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი):"ჩვენი აკადემია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში ხელი შუწყოს".

ლაშა ფარღალავა (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული დირექტორი):"აკადემიაში მოსვლის დღიდან ნატალიას ნიჭი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და შევუქმენით ყველანაირი პირობა, რომ სრულყოფილად ივარჯიშოს".

მომზადებულია Zaza Pachulia Basketball Academy-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი თვის წინ მოვიდაო და 18 წლამდე სად იყო, ეხლა დაიწყო თამაში? თან სიმაღლე მაინც დაწერეთ.
emigranti
02:55 07-12-2018
1
დიდება საქართველოს საამაყო შვილს ზაზა ფაჩულიას და დიდი მადლობა აკადემიის მესვეურთ....ურიგო არ იქნებოდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში მაცხოვრებელ ბავშვებსაც შევთავაზოთ ამ აკადემიაში სწავლა..სამკურნალოდ თუ მოდიან ესეც ხომ შეიძლება?
ემიგრანტი
13:01 07-12-2018
2

სიახლეები პოპულარული