სანამ ამ მატჩში მომხდარ საოცარ ამბებს გამცნობთ, აღვნიშნავთ, რომ სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისში ქუთაისელებმა მოიგეს და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდნენ. “ორბი” განწირული ჩანდა. გარდა იმისა, რომ მომდევნო მატჩს (ან მატჩებს) სტუმრად თამაშობდა, რამდენიმე ლიდერი დაუშავდა და ქუთაისში 7 მოთამაშით ჩავიდა. მიუხედავად
შეხვედრა მასპინძლების შტურმით დაიწყო, რომლებიც 23:4 დაწინაურდნენ, მესამე პერიოდში კი 17 ქულით იგებდნენ. “ქუთაისი” არ გატყდა და ბოლო პერიოდში, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდა. შემდეგ 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა და შეხვედრასთან ერთად, სერიის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა - 97:93. ქუთაისელებს 24-24 ქულით სანდრო მამაგეიშვილმა და ნიკოლოზ სოსელიამ ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიითვალა. “ორბში” 42 ქულით გამოირჩა ნიკა ნიკოლაიშვილი. 14 ქულა და 9 მოხსნა სანდრო ზანდუკელის ანგარიშზეა.
ნახევარფინალში “ქუთაისი” გავიდა, რომელიც “აკადემიას” შეხვდება. მეორე წყვილში “ზაზა 2” და “დინამო” ხვდებიან.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით