17 ქართველი მოზარდი "ბასკონიაში" საზაფხულო კემპზე მიემგზავრება

AutoSharing Option
"ბასკონიას" კემპის რჩეულთა ვინაობა ცნობილია. ესპანური კლუბ "ბასკონიადან" მიღებული წერილის საფუძველზე, ის 17 მოთამაშე დასახელდა, რომლებიც 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში ამ კლუბის ბაზაზე დაგეგმილ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

3-7 ივნისს ვერის საკალათბურთო დარბაზში ესპანური კლუბის კემპი გაიმართა, რომელშიც 100-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. კემპი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

გთავაზობთ ესპანური კლუბის მიერ გამოგზავნილ წერილს, სადაც ვკითხულობთ:

ქალაქ ვიტორიაში მდებარე კლუბი "სასკი ბასკონია", რომელიც გახლავთ ACB LIGA-ის და ევროლიგის
წევრი, აქვს პატივი, ქვემოთ წარმოდგენილი მოთამაშეები მიიწვიოს CAMPUS INTERNATIONAL 2019 – XI EDITION-ში სამონაწილეოდ, რომელიც 2019 წლის 24 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ვიტორიაში მდებარე ჩვენს ბაზაზე გაიმართება.

ესპანეთში მიემგზავრებიან:
ვახტანგ გაჩეჩილაძე
ივანე ბაბუნაშვილი
საბა გურეშიძე
ლუკა ბარაბაძე
ელიამ ემინოღლუ
დავით ძნელაძე
შოთა მაჭავარიანი
სანდრო ცომაია
რეზო მეშველიანი
ნიკა აბულაძე
ლუკა მუჯირიშვილი
გოგა ბუკია
გუკა ცხადაძე
ლუკა ისაკაძე
საბა შალამბერიძე
ლუკა ჯულაყიძე
ნიკოლოზ სანაძე

იმ შემთხვევაში, თუკი აქ ჩამოთვლილი 17 მოთამაშიდან მიზეზთა გამო ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ვერ გაემგზავრება ესპანეთში, მის (მათ) ადგილს დაიკავებენ სარეზერვო სიაში მყოფი მოთამაშეები წარმოდგენილი რიგითობის მიხედვით:

დავით მუმლაძე
დათო გელაშვილი
ამირან აროშიძე
გიგი მოდებაძე
გიორგი სოზაძე
ნიკოლოზ ბერძენიშვილი
ნიკოლოზ კობაიძე

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული