ბითაძის კონკურენტი აშშ-ის ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
აშშ-ის ნაკრებმა 2019 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის 17 პრეტენდენტი დაასახელა და მათ შორის ერთ-ერთი გოგა ბითაძის თანაგუნდელი და კონკურენტი მაილს ტერნერი არის.

ამერიკის გუნდი რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდა ვარჯიშებს ლას ვეგასში და ნაკრების თავკაცები ბოლოს 17 კალათბურთელზე შეჯერდნენ. ამ კალათბურთელიდან 13 აშშ-ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია, ხოლო 4 სარეზერვო გუნდიდან მიიწვიეს.

მაილს ტერნერის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ:

ჰარისონ ბარნსი, მერვინ ბეგლი, ჯეილინ ბრაუნი, დეარონ ფოქსი, ჯო ჰარისი, კაილ კუზმა, ბრუკ ლოპესი, კაილი
ლოური, კრის მიდლტონი, დონოვან მიჩელი, მეისონ პლამპლი, მარკუს სმარტი, ჯეისონ ტატუმი, პი ჯეი თეიკერი, კემბა უოკერი და დერეკ უაითი.

აშშ-ის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას 13-15 აგვისტოს ლოს ანჟელესში გააგრძელებს.


მომზადებულია usab.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰარდენმა, კავაიმ და სხვებმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს. მომავალ სეზონში ნბა-ში უმნიშვნელოვანესი სეზონია, ვარსკვლავებმა გუნდები შეიცვალეს, ჩემპიონობის გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს, ამიტომ ყველა ძალებს ზოგავს რეგულარული სეზონის 82 თამაშისთვის და შემდეგ პლეი-ოფებისთვის.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, წელს მსოფლიო ჩემპიონატია, ხოლო 2020ში ოლიმპიადა, ზოგ ვარსკვლავს ოლიმპიადაზე თამაში ურჩევია და არ უნდა, რომ ზედიზედ ორჯერ ნაკრების კემპში მოუწიოს ყოფნა დასვენების მაგივრად, ეს ორი ძირითიდი მიზეზია, რის გამოც ვარსკვლავებმა იუარეს ნაკრებში წასვლა.
გულშემატკივარი
12:10 11-08-2019
1
ბითაძის კონკურენტი თარნერიო :D:D:D:D ვაგლაახ საქართველო , თარნერი არავის კონკურენტი არაა მაგას გარანტირებული აქ ადგილი ;)
vaaaaaaaaaaaaaaaaaaax
17:36 10-08-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული