აშშ-ის ნაკრები კალათბურთში მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ავსტრალიასთან მატჩში დამარცხდა.
ამხანაგური მატჩი მელბურნში 52 ათასი მაყურებლის წინაშე გაიმართა და ანგარიშით 98:94 დასრულდა.
გამარჯვებულთა შორის 30 ქულა პატრიკ მილსმა ჩააგდო, ხოლო აშშ-ში 22 ქულა კემბა უოკერმა მიითვალა, ოლო ჰარისონ ბარნსმა 20.
ეს წაგება აშშ-ის ნაკრებისთვის საერთაშორიოს ტუნირზე ან ამხანაგურ მატჩში პირველი აღმოჩნდა 2006 წლის შემდეგ. 13 წლის წინ ამერიკელები საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის ნაკრები დიდ ტურნირებზე არ დამარცხებულა. აშშ-ის ნაკრები, რომელიც NBA-ს კალათბურთელებისგან შედგებოდა ზედიზედ 78 გამარჯვება მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.