ფიბას ახალი პრეზიდენტი ნიანგი გახდა

AutoSharing Option
ფიბას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. იგი გახლავთ აფრიკული სახელმწიფო მალის სპორტის ყოფილი მინისტრი ჰამანე ნიანგი. ნიანგი ფიბას მმართველად ამ ორგანიზაციის მორიგი კონგრესის დროს, ჩინეთში აირჩიეს. 2014-19 წლებში ის FIBA-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო და პარალელურად, სათავეში ედგა FIBA-აფრიკას.

ფიბას პრეზიდენტის პოსტზე მან შეცვალა ორასიო მურატორე. ნიანგი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. FIBA-ში მოქმედებს ხელმძღვანელის კონტინენტური დანიშვნის პრინციპი. 2019 წელს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გამხდარიყო აფრიკის წარმომადგენელი.

FIBA-ს აღმასკომში შევიდნენ მადაგასკარის, კანადის, პარაგვაის, ვირჯინიის კუნძულების, იაპონიის, ინდონეზიის, რუმინეთის, საფრანგეთის, ფინეთის, საბერძნეთის, პაპუა ახალი გვინეის
და ავსტრალიის წარმომადგენლები.

FIBA-ს ახალი პრეზიდენტი ჩინეთში მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრება და აუცილებლად იქნება ტურნირის ფინალზე, სადაც გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ჩემპიონის თასს გადასცემს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიანგი აკლდა კალათბურთს...
....
06 სექტემბერი 2019 04:47
0
ა კაცი ძმაო, ნიანგი!
Jigar
31 აგვისტო 2019 01:01
0
კაცი სახელს ასე ამართლებდეს?!:)):)):))აბა მეზობელი მყავს გულივერი და 135 სმ-ია სიმაღლეში:)):))
tazo
30 აგვისტო 2019 17:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული