ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა.
"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ.
როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!
შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე."
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.
ზაზა ფაჩულიამ ქომაგებს მიმართა - ყველაზე მთავარი თქვენი სიყვარულია
ზაზა ფაჩულია: შესანიშნავი დღეა "უორიორსში" ახალი ეტაპის დასაწყებად
არ შეგვჭამეს ამ კლანურობით სპორტის ყველა სახეობაში.
მადლობა ფაჩულიას ბრწყინვალე კარიერისათვის და თუ რამე უნდა საქართველოსთვის კარგი, აგერაა საქართველო და გააკეთოს. ცოლი კიდევ გააჩუმოს. კარგს არავინ არ დაუკარგავს. იმედია სიკეთეს მადლობების მისაღებად არ აკეთებენ ესენი და გულწრფელები არიან. ამბიციები კიდევ დაიოკონ და საქმე ისე აკეთონ. ხალხი ყველაფერს დაინახავს.