"ელ კლასიკო" კალათბურთში - "რეალმა" "ბარსა" დაამარცხა და სუპერთასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 22 სექტემბერს, ესპანეთის სუპერთასისთვის გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა მადრიდელებმა 10-ქულიანი სხვობით 89:79 მოიგეს.

"რეალის" კალათბურთელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და პირველი ნახევრის შუა წუთებიდან მოყოლებული, ანგარიშში წინ იყვნენ. მე-3 მეოთხედში ანგარიშში სხვაობამ 19 ქულასაც მიაღწია. თუმცა, ბოლო მეოთხედის დასაწყისში კატალონიელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო, მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ მადრიდის "რეალი" გახდა.

მადრიდელთა რიგებში საუკეთესო არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო იყო. მადრიდელთა მცველმა 16 ქულა მოაგროვა, 5
შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5-ჯერ მოხსნა ბურთი. ჯორდან მიკსა და რუდი ფერნანდესს 10-10 ქულა ჰქონდათ, ხოლო სერხიო ლულმა, ჯეისი კეროლმა, გაბრიელ დექმა, ნიკოლას ლაპროვიტოლამ 9-9 ქულა მიითვალეს.

"ბარსელონას" მხრიდან კი 23 ქულა ბრენდონ დევისმა ჩააგდო და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც ის გახდა. ნიკოლა მიროტიჩმა 14 ქულას 6 მოხსნა დაამატა, ხოლო კორი ჰიგინსმა და მალკომ დილეინიმ შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს.

სუპერთასის MVP მადრიდელთა გამთამაშებელი ფაკუნდო კამპაცო გახდა. აღსანიშნავია, რომ პარკეტზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მონაწილე 7 კალათბურთელი იყო.

ესპანეთის სუპერთასი
მადრიდის "რეალი" - "ბარსელონა" 89:79
21:20, 27:13, 21:30, 20:16
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული