აღსანიშნავია, რომ დუდუ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლება. არც “ბათუმს” და არც თსუ-ს აქამდე ეს ტიტული არასდროს მოუგიათ. თსუ სამჯერ – 2002, 2005 და 2009 წლებში ყოფილა ფინალში, თუმცა ყველა სატიტულო შეხვედრა წაგებული აქვს.
ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური და
თსუ-ელებს ულიდერა ვასილ ბერუაშვილმა, რომელიც წინა სეზონში “ა” ლიგაში თამაშობდა, თუმცა ის თავისი გარჯითა და შრომისმოყვარეობით სუპერლიგის გუნდშიც იმკვიდრებს მოწინავე ადგილს.
ჩინებულად გამოიყურება “ბათუმიც”. გია კაზანჯიანმა საკმაოდ დაბალანსებულ შემადგენლობას მოუყარა თავი, ზღვისპირელებს ლეგიონერებიც უმართლებენ და შედეგიც სახეზეა. აჭარულმა კლუბმა საკმაოდ მძლავრ “დინამოს” კლასიკურად, ბოლო პერიოდში მოუგო. მაკედონიელი მუია ტაჩის გაწვრთნილმა თბილისელებმა პირველ პერიოდში მიღებული სოლიდური დეფიციტი ბოლო მეოთხედისთვის 3 ქულამდე კი შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, წინა მატჩების მსგავსად, ბათუმელებმა სტაბილურად, შედეგიანად ითამაშეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. თვალისმომჭრელი შედეგიანობა გამოავლინა ამერიკელმა კოლინს მალკოლმმა, რომელმაც 10 მოხსნასთან ერთად 26 ქულა ისე მიითვალა, თამაშიდან ნასროლი 13 სროლიდან მხოლოდ 1 ააცილა.
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, თსუ-სა და “ბათუმს” შორის გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით