საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი შეთავსებით "პერისტერში" აღარ იმუშავებს.
ბერძნული კლუბი ტვიტერით იუწყება, რომ უთანხმოება წარმოიშვა საქმიან და გუნდის სტრატეგიულ საკითხებში და მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. გუნდს სეზონის ბოლომდე ნიკოს პაპანიკოლოპულოსი გაწვრთნის.
არადა, ზუროსი ხელმძღვანელობით "პერისტერი" ურიგოდ არ ასპარეზობდა - საბერძნეთის პირველობაზე 8 ტურის შემდეგ 6 მოგებით მესამე ადგილზეა, ხოლო ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე რვაგუნდიან C ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 3 მოგებით - მეხუთეზე.