წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო

AutoSharing Option
23 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ცნობილი გახდა, რომ თურმე საქართველოში ევრობასკეტი 2021 წლისთვის დაპირებული არენა არ აშენდება.

2019 წლის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რომელმაც დადებითად განაწყო საქართველოში ადამიანები, სწორედ ეს იყო, რომ საქართველო ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებდა და ქვეყანაში ახალი არენა აშენდებოდა.

ახალი არენის აშენებაზე მეტი სიხარული უფრო იმ ფაქტმა მოგვგვარა, რომ ასეთი დონის ტურნირს ვუმასპიძლებთ, თუმცა მაშინ მთავრობის იმდროინდელმა წევრებმა და ამჟამინდელმა საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ საქართველოში ახალი არენა აშენდებოდა.

ყველა ოფიციალური პირის განცხადებაში
ფიგურირებდა ეს ინფორმაცია, რომ თბილისს ახალი არენა ექნებოდა, მაგრამ დაპირება ალბათ (რაღა ალბათ) უკვე აღარ შესრულდება.

და ისე გამოვიდა, რომ გადაგვაგდეს, როგორც ხალხი, ისე ფიბაც, მაგრამ ფაქტია, ფიბას არენის ამბავი იმდენად არ აწუხებს და მათთვის პრიორიტეტი ევრობასკეტის კარგად ჩატარებაა. პრინციპში, ნეტა ჩატარდეს და გადააკეთონ ის 2 500-ანი არენაც, მაგრამ ჩატარდება რომ საერთოდ? იქნებ იმ 2 500 არენის გადაკეთებაც გადაიფიქრონ? ვინ იცის. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩატარდეს.

უბრალოდ, ვერ ვხვდებით, რატომ ამბობდა ყველა ოფიციალური პირი ერთხმად, რომ 15 000-იანი არენა უნდა აშენებულიყო? რატომ? ვინმე გაძალებდათ ამას?

სხვათა შორის, ამაზე პაატა გურასპაულს მუდმივად ჰქონდა საუბრები ფიბას კომიტეტში და ვრცელდებოდა განცხადებები, რომ არენის მშნებელობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

საინტერესოა, ასეთ განცხადებებს რის საფუძველზე ამბობენ ხოლმე ოფიციალური პირები? "ავაშენებთ არენას" და უკვე მერე ფიქრობენ, რომ "დაიცა, არენის მშენებელობა 200 მლნ ღირს. ამიტომ, მოდი, გადავაკეთოთ, რაც გვაქვს და ბიუჯეტს დავზოგავთ... აუფ, არ უნდა გვეხსენებინა ეგ ახალი არენა..."

რა აბსურდია?!

მკითხველს თუ არ ახსოვს იმდროინდელი განცხადებები, ჩვენ გაგახსენებთ:

პაატა გურასპაული (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ერთადერთი სუსტი წერტილი იყო არენა, რომელიც ჯერ არ გვქონდა. პრემიერ-მინისტრის წერილი კი იყო საფუძველი, რათა ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებს ჩვენთვის ნდობა გამოეცხადებინათ და დაეჯერებინათ, რომ 2021 წლისთვის ევრობასკეტისთვის საქართველოში აშენდებოდა მაღალი დონის არენა".

მამუკა ბახტაძე (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი): "ევრობასკეტის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ 15-ათასიან დარბაზს და დარწმუნებული ვარ, ეს არენა გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი დედაქალაქისთვის".

სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი): "გერმანიაში დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი - დავპირდი, რომ ჩვენს დედაქალაქში აშენდება დიდი არენა ევრობასკეტისთვის. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და მჯერა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ყოველმხრივ მომზადებული შეხვდება".

კახა კალაძე (თბილისის მერი): "ვმასპინძლობთ ევრობასკეტს - ეს კარგია, მაგრამ კიდევ უკეთესია, რომ თბილისში აშენდება 15 ათას კაცზე გათვლილი არენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება".

ისეთი ტყუილი უნდა თქვა, ფეხები ჰქონდეს, დგომაც შეეძლოს და გაქცევაცო
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, საქართველომ მიიღო კონტინენტის საუკეთესო საკალათბურთო ტურნირის მასპინძლობის უფლება. გვჭირდება იდეალური საკალათბურთო არენა, რომელიც ფიბას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ხუთი თვის შემდეგ კი ვიგებთ, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილი იყო. ისე გადაწყვიტეს, რომ ახალი დარბაზი ვერ აშენდება, სპორტის სასახლე ვერ გადაკეთდება, რომ არც არავისთან არ ახსნეს და არც რეალურ მიზეზებზე ისაუბრეს.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაა, რადგან მათი ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუძლიათ. მთავრობაში ალბათ გადაწყვიტეს, რომ ეს დარბაზი ზედმეტი ხარჯი და ზედმეტი თავის ტკივილია.

ორი წელი ნამდვილად იყო საკმარისი ახალი დარბაზის ასაშენებლად. მით უმეტეს, თუ პროექტიც იყო და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაც ჰქონდა. ამ ფონზე უკვე ისიც საეჭვოა, თუ როგორ გადააკეთებენ ოლიმპიურ სასახლეს.

დარბაზი, რომელი 2.5 ათას ადამიანს იტევს, 4-ჯერ უნდა გაწელონ და ტევადობა 10.5 ათას ადამიანზე გაზარდონ. ფაქტობრივად, ისევ ახალი დარბაზი უნდა ააშენონ... სავარაუდოდ, ჯერ უნდა მოანგრიონ ის, რაც იყო, მერე თავზე დააშენონ... ტრაგიკომედიაა.

ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ისე არ დასრულდება, რომ ევრობასკეტს ტელევიზორში ვუყუროთ...

altარც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე - სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს? - პაატა გურასპაულის პასუხი

 

altპაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულება დროულად შესრულდება

altევრობასკეტ 2021-ის დარბაზით უზრუნველყოფის საკითხები ფიბა-ევროპის კომისიის სხდომაზე განიხილეს

altსალომე ზურაბიშვილი "ევრობასკეტის" საზეიმო ღონისძიებაზე: ევროპა შემოდის საქართველოში

alt პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობა ქვეყანას აღიარებას მოუტანს

altგილოცავთ, საქართველო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს! [VIDEO]

altევრობასკეტი 2021-სთვის თბილისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 47 /
ის რომ ამ საიტზე საღი აზრი და რეალური მიზეზები არ აინტერესებთ და მხოლოდ ორ პოლუსად დაყოფილი მხარეების კომენტარებს აქვეყნებთ , პირდაპირ შემიძლია გითხრათ , რომ შეკვეთილი სტატიებით მუშაობთ და თქვენც პატარა პროლების ფაბრიკა ხართ . ალბათ ამ ყველაფერში თქვენი მერკანტილური ინტერესიც არის . სხვა შემთხვევაში , სულ მცირე ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებდით და რეალურ მიზეზებს გაარკვევდით . მაგრამ ამ ქვეყანაში თუ ვინმესტი არ ხარ , ვის რაში აინტერესებს საღი აზრი . რეალობა ის არის , დღეს კალათბურთშიც მხარეები არსებობს და მათ კულუარულ ბრძოლას შეეწირა სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა .
ATP 16
25 დეკემბერი 2019 11:32
9
ყველაფერი ნაციონალების ბრალია და 9 წლიანი რეჟიმის
z
25 დეკემბერი 2019 11:18
8
რა აქვს ვინმეს დასაწუნი ქალაქში არსებულ ზველ სპორტის სასახლეს??? უნიკალური გადახურვით და შესანიშნავი ტრადიციებით!!! ეს "ბოღმით" სავსე წერილი კი, თქვენს მსგავს "დილეტანტ-პოპულისტებს" წაუკითხეთ. ნამდვილად არ ესაჭიროება ქალაქს კიდევ ერთი დიდი სპორტის სასახლე. სპორტული დარბაზები უფრო საჭიროა...
tngh
25 დეკემბერი 2019 11:02
39
სპორტის სასახლე კი არა დარბაზები არაა და დარბაზები სადაც არის იმას ვერ ან არ პატრონობენ.

ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობებია დღეს ჭიდაობის სახეობები და ერთი დარბაზი არ აღირსეს.

რაც დარბაზები იყო ან დაანგრიეს ან ძიუდოს და კარატეს გადასცენ.

ძალიან მაგრათ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა რომ ასეთ პირობებში ცხოვრობდე ვარჯიშობდე და მსოფლიოში გაუთქვა სახელი საქართველოს და არ ფიქრობდე უცხო დროშის ქვეშ ასპარეზობა ზე.

ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ ქედს ვიხრი ყველა ქართველი პატრიოტი სპორტცმენის წინაშე.
West
25 დეკემბერი 2019 11:24
2
აკი ტროლების ფაბრიკები დახურესო? შენ რა ჟივუჩი ყოფილხარ... ხშირად შემხვედრიხარ სხვადასხვა თემაზე ბინძური კომენტარებით და იმედი მქონდა, ახლა მაინც გაქრებოდი. არა უშავს, ადრე თუ გვიან მოგაგნებს ცუკერა :)
მერაბი
25 დეკემბერი 2019 11:22
3
ყველა გამოხმაურება
"ბორიამ" მიიღო ბრძანება მოსკოვიდან - რადაც არ უნდა დაუჯდეთ არ ჩაატარონ ევრობასკეტი! რუსეთის იმიჯი შერყეულია და ჩვენი რატომ უნდა იყოს მყარად. ეს ფეხბურთასაც ეხება - ყველაფერი იქით მიდის რომ არსად გამოვიჩინოთ თავი... ეს ხომ მოძველებული რუსული ხრიკებია!
დამკვეთი
25 დეკემბერი 2019 10:59
12
ეეეეჰჰჰჰჰ... პაატა , პაატა ,,,,,, თქვი სათქმელი, თქვი რა.... რას აბოლებ ამ ხალხს....... ბიჭო გიცნობ მე შენ...... რა გიქნეს? რა სისხლი გადაგისხეს ???? თქვი სიმართლე და გადადექი... სახე მაინც შეინარჩუნე რა...
alex
25 დეკემბერი 2019 10:54
0
ელემენტარულად, ორი ნაბიჯით წინ არაფრის გათვლა, რომ არ შეგიძლიათ და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ არ იცით რას ნიშნავს თქვე მართლა ბედოვლათებო ეგ კიდევ არაუშავს და სირცხვილის გრძნობაც საერთოდ არ გაგაჩნიათ?! ამ ყველაფრის შემდეგ მართლა არ იქნება გასაკვირი თუ ნაკრების საშვილიშვილო მნიშვნელობის თამაშს 55 000-ანი სტადიონის ნაცვლად 20 000 სტადიონზე ჩაატარებთ !
!!!!!
25 დეკემბერი 2019 10:00
2
ისე მართლა ზედმეტ ისტერიკას ტეხავთ, არ იცით სალომეს ქართული რომ არ ეკერკება? სულ სხვა რამეს გულისხმობდა და ნუ გამოეკიდებით სიტყვებზე რა, ბახტაძე კიდე სწორედ მაგ სიტყვის შეუსრულებლობისთვის ჩამოალაბორანტეს, აი კალაძეს რაც შეეხება, ვერ იხსენებს თურმე, როგორო, მე ვთქვი ეგეთი სისულელეო? სად მე და სად მშენებლობაო?
kaxa
25 დეკემბერი 2019 09:29
3
კრიტიკული აზრი დავწერე სტატიის მიმართ და დაბლოკეს. სასაცილოები ხართ )) დარწმუნებული ვარ ბევრი მსგავსი კომენტარი დაიბლოკა. გადახედეთ კომენტარებს და მიხვდებით ))
სხვა რაკურსი
25 დეკემბერი 2019 09:02
9
როგორ ვისურვო მარა კი არის ოცნება ღირსი ფიბამ სხვა ქვეყნით ჩაგვანაცვლოს მარა უბრალო ხალხს რას ვერჩი
ნოდო
25 დეკემბერი 2019 08:27
3
რა ვიშვიში ატეხეთ? კონტრაქტზე კი არ მოუქწრიათ ხელი, ისე თქვეს რა. პატარა ტრიუკი გაუკეთეს ფიბას
გიორგი
25 დეკემბერი 2019 07:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული