ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მე-15 მემორიალი 15 იანვარს დაიწყება

AutoSharing Option
კალათბურთში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი 15-20 იანვარს გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მე-15-ედ გათამაშდება. მემორიალი დედაქალაქში დაიწყება, სადაც ჯგუფური ეტაპის მატჩები და ნახევარფინალები ჩატარდება, ხოლო ფინალს, ტრადიციულად, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. მემორიალში სუპერლიგის ყველა - 11 გუნდი და ერთიც "ა" ლიგის წარმომადგენელი - "კავკასია" იასპარეზებს. მონაწილეები 4 ჯგუფში, სუპერლიგის მიმდინარე შედეგებით გა
დანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავა და მემორიალური თასის მოსაგებად ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია, რომელმაც შარშან, "თსუ-ჰიუნდაის" სახელით, არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული.

ჯგუფური ეტაპის მატჩები (15, 16 და 17 იანვარი) და ნახევარფინალები (18 იანვარი) თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო ფინალს ქუთაისის ოლიმპიური სასახლე 20 იანვარს, 18:00 საათზე უმასპინძლებს.

Sportall.Ge

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული