ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
79 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი, “დინამო თბილისის” უბადლო მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დიდ გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.

პანაშვიდი: 6 და 7 მარტს. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 75, პირველი სადარბაზო, მე-8 სართული
გამოსვენება: 8 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის ოლიმპიური სასახლი
დან (უნივერსიტეტის ქ. 15ა)

ტიტულები და მიღწევები

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
სსრკ ჩემპიონი: 1968
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი: 1965
სსრკ თასი: 1969
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
სპორტის რაინდი — 2012
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლეგენდარული თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი!!! ნათელი დაადგეს ბ-ნი ლევანის სულს...
tngh
12:09 06-03-2020
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბ–ნი ლევანის სული! ფეხბურთში იყო ახალკაცი, კალათბურთში მოსეშვილი.
პაატა
22:13 05-03-2020
1

სიახლეები პოპულარული